ღვიძლის ინფექციური და არაიფექციური ავადმყოფობები ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. მას წამყვანი ადგილი უჭირავს ავადობის, სიკვდილიანობის, ჰოსპიტალიზაციის და შრომის უუნარობის მაჩვენებლების მიხედვით. ამერიკის შეერთებულ შტატებში არაიფექციური და ინფექციური ავადმყოფობებით გამოწვეული ისკვდილიანობა წელიწადში 8 – 10 ათასს აღწევს, ხოლო 1 000 - მდე ადამიანს უტარდება ღვიძლის ტრანსპლატაცია. მდგომარეობა გაცილებით დრამატულია განვითარებად ქვეყნებში მათ შორის საქართველოში. ღვიძლის არაიფექციურ და ინფექციურ ავადმყოფობებს მიეკუთვნება: მწვავე და ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტები, ღვიძლის ციროზები და სიმსივნეები, ღვიძლის ატოიმუნური და მეტაბოლური დაავადებები, სანაღვლე გზების დაავადებები, ღვიძლის ალკოჰოლური დაავადებებიმ არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტები და სხვა. Top quality replica watches US deserve to be bought to enhance your charm.

    რამდენად სერიოზული სადღეისოდ საზოგადოებისთვის ღვიძლის დაავადებების და კონკრეტულად, ვირუსული ჰეპატიტების პრობლემა? ღვიძლის ინფექციური და არაინფექციური დაავადებები, უპირველესად კი რიგი ვირუსული ჰეპატიტები დღეისთვის ჯანდაცვის ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. მათი აქტუალობა დღითიდღე იზრდება. ამის მიზეზი ის არის, რომ ღვიძლის დაავადებები ფარდოდ არის გავრცელებული და არაიშვიათად ისინი იძლევა ისეთ სერიოზულ გართულებებს როგორიცაა ღვიძლის ფიბროზი/ციროზი, ღვიძლის კიბო, ღვიძლის უკმარისობა და სხვა. ღვიძლის დაავადებებს მთელ მსოფლიოში წამყვანი ადგილი უჭირავს ავადობის, სიკვდილიანობის, ჰოსპიტალიზაციის და შრომის უუნარობის მაჩვენებლების მიხედვით.
    C ჰეპატიტის შესახებ. C ჰეპატიტი ღიძლის ვირუსული ინფექციაა, რომელიც გადაეცემა სისხლთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად. რატომ უნდა ვუმკურნალოთ C ჰეპატიტს? პაციენტების 60-70%-ს მკურნალობის გარეშე უვლინდება ღვიძლის ანთების ნიშნები. პაციენტების 10-12%-ს 30 წლის განმავლობაში მკურნალობის გარეშე უვითარდება ღვიძლის ციროზი. ღვიძლის კიბო უვითარდება ვირუსული C ჰეპატიტის მქონე პაციენტების 1-5%-ს. მურნალობა იწყება ანალიზების შემდეგ, რომლებიც აჩვენებს ვირუსული C ჰეპატიტის ვირუსის გამრავლებას სისიხლში. ვირუსის დონე სისხლში შეიძლება შემცირდეს განუსაზღვრელ დონემდე უკვე მკურნალობის 4 კვირის შემდეგ. ფაქტები მკურნალობის შესახებ. C ჰეპატიტის მკუნალობა გულისხმობს ინტერფერონების გამოყენებას.