C ჰეპატიტის შესახებ. C ჰეპატიტი ღიძლáƒ

Fruit Watches Aquaracer Swiss Luxury Watches E Ink Watch

˜áƒ¡ ვირუსული ინფექციაა, რომელიც გადაეცემა სისხლთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად. რატომ უნდა ვუმკურნალოთ C ჰეპატიტს? პაციენტების 60-70%-ს მკურნალობის გარეშე უვლინდება ღვიძლის ანთების ნიშნები. პაციენტების 10-12%-ს 30 წლის განმავლობაში მკურნალობის გარეშე უვითარდება ღვიძლის ციროზი. ღვიძლის კიბო უვითარდება ვირუსული C ჰეპატიტის მქონე პაციენტების 1-5%-ს. მურნალობა ეწყება ანალიზების შემდეგ, რომლებიც აჩვენებს ვირუსული C ჰეპატიტის ვირუსის გამრავლებას სისიხლში. ვირუსის დონე სისხლში შეიძლება შემცირდეს განუსაზღვრელ დონემდე უკვე მკურნალობის 4 კვირის შემდეგ. ფაქტები მკურნალობის შესახებ. C ჰეპატიტის მკუნალობა გულისხმობს ინტერფერონების გამოყენებას. ინტერფერონები ეხმარება ორგანიზმს უცხო აგენტებთან, მაგალითად ვირუსებთან ბრძოლაში. ინტერფერონები ააქტიურებს იმუნურ სისტემას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი სპეციფიური სიმპტომის განვითარება. ანტივირუსული პრეპარატის - რიბავინირის დამატება მნიშვნელოვნად ზრდის ორგანიზმის პასუხს ინტერფერონების თერაპიაზე. C ჰეპატიტის სხვადასხვა ტიპი სხვადასხვაგვარად ექვემდებარება მკურნალობას. C ჰეპატიტის მკურნალობის კურსი ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ თერაპიული მოგზაურობა. ეს მოგზაურობა შესაძლებელია ისე, რომ წინასწარ, ნაბიჯ-ნაბიჯ გავთვალოთ ყოველი შემდეგი ეტაპი. გენოტიპი 1 მე-4 კვირა: 10-დან 9 პაციენტი, რომლებიც პასუხობენ მკურნალობას მე-4 კვირაზე გამოჯამრთელდება. მე-12 კვირა: 10-დან 8 პაციენტი რომლებიც პასუხობენ მკურნალობას მე-12 კვირაზე გამოჯამრთელდება. 48-ე კვირა: 10-დან 5 პაციენტი თავისუფლდება ვირუსისგან მკურნალობის 48-ე კვირაზე. 72-ე კვირა: 10-დან 4 პაციენტი გამოჯანმრთელდება პეგინტრონითა და ვიბავირინით (დოზის შერჩევით სხეულის მასის მიხედვით) მკურნალობის კურსის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ. კლინიკური გამოჯამრთელება: მყარი პასუხი მკურნალობაზე. 5 წელი - პაციენტების 99%-ს, რომლებსაც არ აღენიშნებათ ვირუსი მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ, ვირუსი არ აღენიშნებათ დაკვირვების შემდგომი 5 წლის განმავლობაშიც. წარმატების მაღალი ალბათობა გენოტიპი 2/3 24 კვირა: 10-დან 9 პაციენტში ც ჰეპატიტის ვირუსი არ ვლინდება 24-კვირიანი მკურნალობის ბოლოს, ამ პაციენტების 86%-ს ვირუსი არ უვლინდება მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ. 48 კვირა: 10-დან 8 პაციენტში, რომლებმაც დაასრულეს მკურნალობა დასტრუდება ვირუსის არარსებობა თერაპიის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ. თერაპიის დაქვემდებარება უზრუნველყოფს შედეგს. პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ პეგინტორნისა და რიბავირინის დოზის არანაკლებ 80 %-ს მკუნალობის კურსის ხანგრძლივობის არანაკლებ 80%-ის განმავლობაში გააჩნიათ C ჰეპატიტის ვირუსისაგან განთავისუფლების 80%-იანი შანსი, რაც დასტურდება თერაპიის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ. რამდენიმე რჩევა მკურნალობის გვერდით ეფექტებთან ადაპტაციის თვალსაზრისით. იმისათვის, რომ მიაღწიოთ კარგ შედეგს წამლები უნდა მიიღოთ მკუნალობის მთელი კურსის განმავლობაში. ცხოვრების წესის მცირე ცვლილებები დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. დაიცავით რამდენიმე წესი: დაიცავით ბალანსირებული დიეტა: დარწმუნდით რომ თქვენი კვება კარგადაა დაბალანსებული და იღებთ ყველა შესაბამის ვიტამინსა და ელემენტს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზმისთვის. თქვენ ექიმს შეუძლია გირჩიოთ სწორი, მაღალკალორიული, ნახშირწყლებითა და ცილებით მდიდარი დიეტა. შეასრულეთ ზომიერი ფიზიკური ვარჯიში: სიარული და სხვა მსუბუქი ვარჯიშები, როცა გრძნობთ ძალების მცირე მოზღვავებასაც კი, მოგანიჭებთ მეტ ხალისსა და ენერგიას, დაგეხმარებათ, რომ თავი უკეთესად იგრძნოთ; და ბოლოს როცა დაღლილობას იგრძნობთ, ცოტახნით შეისვენეთ. ეს დაგეხმარებათ ძალების შენარჩუნებაში. შეინარჩუნეთ წყლის ბალანსი: დღე-ღამეში 3-4 ლიტრი წყლის მიღება დაგეხმარებათ შეამციროთ ინტერფერონით მკურნალობის გვერდითი ეფექტები, როგორიცაა სისუსტე, მადის დაკარგვა, გულის რევა, ღებინება, დიარეა და კანის გამოშრობა. შეეცადეთ არ მიიღოთ კოფეინი და ალკოჰოლი, რადგანაც მათ შეუძლია გაზარდოს სითხის დაკარგვა. რა უნდა გვახსოვდეს მკურნალობის დროს: სისუსტე, რომელსაც არ შველის დასვენება. სევდის შეგრძნება, რომელიც დიდხანს არ გადის. განწყობილების მკვეთრი ცვლილება. ინტერესის დაკარგვა იმ საგნებისა და საქმიანობის მიმართ, რომლებიც ადრე სიამოვნებას განიჭებდათ. სირთულეები კონცენტრაციასთან დაკავშირებით. მკურნალობა შეიძლება გადაიდოს ან შეწყდეს დეპრესიის მართვის მიზნით. ბრძოლა დეპრესიასთან აუცილებლად გაესაუბრეთ თქვენს ექიმს: თუკი ოდესმე მკურნალობდით დეპრესიის გამო. თუკი განიცდით განწყობილების ცვლილებას ან გაწუხებთ აზრი თვითმკვლელობის შესახებ. ორსულობის აღკვეთა ქალებისთვის - კატეგორიულად უკუნაჩვენებია ორსულობა მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში და მკურნალობის დასრულებიდან კიდევ 4 თვე. მამაკაცებისათვის - თავიდან უნდა იქნას აცილებული პარტნიორის დაორსულება მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 7 თვის განმავლობაში. ორსულობის პროფილაქტიკისათვის გამოყენებული უნდა იქნას კონტრაცეფციის ორი ეფექტური ფორმა, მაგალითად: ქალები იყენებენ ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტებს. მამაკაცები იყენებენ პრეზერვატივს. შვილოსნობის ასაკის ქალებს უნდა ჰქონდეთ უარყოფითი ტესტი ორსულობაზე: უშუალოდ მკურნალობის დაწყების წინ. ყოველთვიურად მკურნალობის განმავლობაში. მკურნალობის დასრულებიდან კიდევ 6 თვე. replique montre orologi replica