ღვიძლის ინფექციური და არაიფექციური ავადმყოფობები ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. მას წამყვანი ადგილი უჭირავს ავადობის, სიკვდილიანობის, ჰოსპიტალიზაციის და შრომის უუნარობის მაჩვენებლების მიხედვით. ამერიკის შეერთებულ შტატებში არაიფექციური და ინფექციური ავადმყოფობებით გამოწვეული ისკვდილიანობა წელიწადში 8 – 10 ათასს აღწევს, ხოლო 1 000 - მდე ადამიანს უტარდება ღვიძლის ტრანსპლატაცია. მდგომარეობა გაცილებით დრამატულია განვითარებად ქვეყნებში მათ შორის საქართველოში. ღვიძლის არაიფექციურ და ინფექციურ ავადმყოფობებს მიეკუთვნება: მწვავე და ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტები, ღვიძლის ციროზები და სიმსივნეები, ღვიძლის ატოიმუნური და მეტაბოლური დაავადებები, სანაღვლე გზების დაავადებები, ღვიძლის ალკოჰოლური დაავადებებიმ არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტები და სხვა. ეს დაავადებები ხშირად დიდი ხნის მანძილზე მიმნდინარეობს უსიმპტომოდ, ან მინიმალური არასპეციფიური სიმპტომებით (კომპენსირებული სტადია) და მხოლოდ საბოლოო სტადიაზე გამოვლინდება ასციტი, სიყვითლე, ენცეფალოპათია და პრეკომა (დეკომპენსირებული სტადია). ამის გამო უმრავლეს შემთხვევაში დიაგნოზის დროული დასმა ვერ ხერხდება. ღვიძლის არაინფექციურ და ინფექციურ ავადმყოფობებს შორის წამყვანი ადგილი უკავია პარენტერულ ვირუსულ ჰეპატიტებს (B,C,D). რომლებიც, ფართო გავრცელების, მძიმე გართულებებისა და ავადობის მაჩვენებლის პერმანენტული ზრდის ტენდენციის გამო თანამედროვე ჯანმრთელობის დაცვის გლობალურ პრობლემას წარმოადგენს. სადღეისოდ, მსოფლიოში C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულია დაახლოებით 170 მილიონი, ხოლო B ჰეპატიტის ვირუსით 350 მილიონი ადამიანი და მათი რიცხვი განუხრელად იზრდება. გავრცელების მაშტაბებით ამ დაავადებებმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა შიდსა და ტუბერკულიოზით ავადობას. ქრონიკული B და C ჰეპატიტები ღვიძლის ციროზის, უკმარისობის და ღვიძლ-უჯრედოვანი კიბოს განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზია. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს C ჰეპატიტი, რომელიც შემთხვევათა 80-85%-ში ქრონიკულ მიმდინარეობას იღებს, ხოლო შემთხვევათა 20-40%-ში ინფიცირებიდან 15-20 წლის შენდეგ ვითარდება ღვიძლის ე.წ. ტერმინალური დაავადებები: ციროზი და კიბო. სპეციალისტების პროგნოზით ახლო მომავალში 60%-ით მოიმატებს ღვიძლის ციროზით დაავადებულთა რაოდენობა, 68%-ით - ღვიძლუჯრედოვანი კიბოთი, ხოლო 280%-ით - კლინიკურად მანიფესტირებული ღვიძლის უკმარისობით დაავადებულთა რიცხვი. მოსალოდნელია ღვიძლის დაავადებებთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 2-ჯერადი მატება. უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ბიოსამედიცინო პრობლემისა, ღვიძლისდაავადებები და პირველ რიგში ვირუსული ჰეპატიტები დიდ ეკონომიკურ ზარალს იწვევს. ასე მაგალითად ქრონიკული ც ჰეპატიტის მქონე 1 ადავმყოფის მკურნალობა წელიწადში 7-10 ათასი ამერიკული დოლარი ჯდება. უკანასკნელი 5-10წლის განმავლობაში საქართველოში აღინიშნება ღვიძლის უკმარისობის გამომწვევი არაინფექციური და ინდექციური ავადმყოფობების მკვეთრი ზრდის ტენდენცია. მატულობს ერთი მხრივ ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული ქრონიკული ჰეპატიტების რაოდენობა, მეორე მხრივ პარენტერული ვირუსული ჰეპატირები. ამ ფონზე მატულობს (და მოსალოდნელია შემდგომში მკვეთრი მატება) ღვიძლის ციროზის და შესაბამისად, ღვიძლის უკმარისობის შემთხვევათა სიხშირე. არასრული აღრიცხვის პირობებში, საქართველოში B და C ჰეპატიტებით ავადობის მაჩვენებელი თითოეული მათგანისთვის დაახლოებით 40-ს შეადგენს 100 ათას მოსახლეზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, რადგან ცნობილია, რომ კლინიკურად გამოვლენილი ფორმები შეადგენენ რეალურად არსებული დაავადებების მხოლოდ 1/3 – 1/6. ხოლო უსიმპტომო ფორმები არაიშვიათად კიდევ უფრო მძიმე პროგნოზით ხასიათდება. საქართველოში დღემდე B და C ჰეპატიტების გავრცელების შესასწავლად შესრულებულია ცალკეული ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები როგორც ზოგად მოსახლეობაში, ისე მაღალი რისკის ჯგუფებში. ამ გამოკვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ : საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 6-7% იფიცირებულია ც ჰეპატიტის ვირუსით, ხოლო ინტრავენულ ნარკომანიებში ეს მაჩვენებელი 70%-მდე აღწევს. HBsAg-ის პრევალენტობა ინტრავენულ ნარკომანიებში 8,7%-ია, სისხლის დონორებში HBsAg -ის პრევალენტობა 2,5%, C ჰეპატიტისა კი დაახლოებით 5-6%. უფრო შეზღუდულია ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობაში ღვიძლის არაინფექციური დაავადებების ( ღვიძლის სიმსივნეების, ღვიძლის აუტოიმუნური და მეტაბოლური დაავადებები, სანაღვლე გაზების დაავადებები, ღვიძლის ალკოჰოლური და არაალკოჰოლური დაავადებები, ღვიძლის ციროზები და სხვა) გავრცელების შესახებ. ღვიძლის ციროზის ფონზე განვითარებული პორტული ჰიპერტენზია, ღვიძლის ფუნქციური უკმარისობა და მათ შედეგად განვითარებული ჰეპატოენცეფალოპათია წარმოადგენს აღნიშნულ ავადმყოფთა ლეტალობის ერთ-ერთ ძირითდ მიზეზს. ლიტერატურული მონაცემებით, ჰეპატოენცეფალოპათიის ლატენტური, სუბკლინიკური ფორმა უკვე აღენიშნებათ ციროზით შეპყრობილ ავადმყოფთა 70%-ს. ღვიძლის სხვადასხვა დაავადებების მქონე ავადმყოფებში ღვიძლის უკმარისობა უდავოდ სიკვდილიანობის მთავარი ფაქტორია. არსებობს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის მეთოდი ღვიძლის უკმარისობის ხარისხისა და ღვიძლის დაავადებების სიმძიმის შესაფასებლად. მათ შორის მნიშვნელოვანია ე.წ. კონვენციური ანუ საყოველთაოდ მიღებული ღვიძლის ფუნქციური ტესტები: ალანინამინოტრანსფერაზა (ALT), ასპარტატამინოტრანსფერაზა (AST), ტუტე ფოსფატაზა (ALP), გამაგლუტამილტრანსფერაზა (GGT), ბილირუბუნი, საერთო ცილა, ალბუმინი, პროთრომბინის დონე (PT), ამიაკი. თუმცა მათი ღირებულება ღვიძლის დაზიანების შეფასებასა და დაავადებების პროგნოზირებაში შეზღუდულია. ამიტომ, მსოფლიოში მიმდინარეობს ახალი, უფრო ინფორმატული სადიაგნოსტიკო ტესტების ძიება. კერძოდ, დიდია ინტერესი ღვიძლის ფუნქციის სხვადასხვა მაჩვენებლების რაოდენობრივი შეფასების ტესტების მიმართ, რომლებმაც შეიძლება მოგვცეს კლინიკურად ღირებული დამატებითი ინფორმაცია როგორც დაავადებების სიმძიმესა და პროგნოზზე, ასევე - ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობაზე. არსებობს ღვიძლის ფუნქციის რაოდენობრივად შეფასების რამოდენიმე ტესტი: გალაქტოზის ელიმინაციის ტესტი, კოფეინის კლირენსის ტესტი, ტესტი ლიდოკაინით, ტესტი ანტიპირინით, ასიალოგლიკოპროტეინის ტესტი, ბრომსულფალეინის ტესტი და ე.წ. სუნთქვით-სადიაგნოსტიკო ტესტები, რომლებიც საქართველოში სადღეისოდ დანერგილი არ არის. ღვიძლის დაავადებათა სუბკლინიკურ სტადიაზე ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ღვიძლის ამიაკგამაუვნებელმყოფელი (შარდოვანასინთეზური) ფუნქციის სკრინინგდიაგნოსტიკას და მის მონინტორინგს მკურნალობის პროცესში, ვინაიდან, ამ ფუნქციის მოშლა პორტულ ჰეპარტეზიანასთან ერთად (როდესაც იხსნება პორტო-სისტემური შუნტები) განაპირობებს ჰეპატოენცეფალოპათიის განვითარებას. ღვიძლის დაავადებების სადიაგნოსტიკოდ, დაავადებების სტადიის და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად ერთ-ერთი ყველაზე ინფორმატიულია ღვიძლის ქსოვილის ბიოფსია, მასალის შემდგომი მორფოლოგიური, ჰისტოქიმიური და სხვა გამოკვლევებით. სამწუხაროდ საქართველოში სადღეისოდ შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და გამოცდილების არქონის გამო მხოლოდ ერთეული ბიოფსია კეთდება და მაშინაც აღებული მასალა გამოსაკვლევად საზღვარგარეთ (გერმანიში) იგზავნება, რაც დიდ ხარჯებთან და სხვა უხერხულობებთანაა დაკავშირებული და ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. საქართველოში დღემდე არ არის დანეგილი (სათანადო ძვირადღირებული აპარატურისა და კადრების არარსებობის გამო) ღვიძლის, ფიბროზის (ციროზის) გამოვლენისა და შეფასების უახლესი არაინვაზიური ულტრაბგერითი მეთოდი ელასტოგრაფია (ე.წ. „ფიბროსკანის“ საშუალებით), რომელიც უკვე დიდი წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს მრავალ განვითარებულ ქვეყანაში. Welcome to the online shop of best Swiss fake watches UK.

Non perderti gli orologi replica omega di alta qualità del Regno Unito in vendita.

აგრეთვე, არ არის დანერგილი ღვიძლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა ე.წ. „ხელოვნური ღვიძლის“ (არტიფიციალური და ბიოარტიფიციალური) პრინციპების გამოყენებით, რაც რიგ შემთხვევაში ავადმყოფის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა და პერსპექტულ მეთოდად ითვლება. საქართველოში ზემოთ აღნიშნული და სხვა მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო მეთოდების არახელმისაწვდომობა, ისევე, როგორც ღვიძლის ციროზის ძირითად გართულებათა (პორთული ჰიპერტენზია და საყლაპავის ვარიკოზული ვენებიდან სისხლდენა, ასციტური სინდრომი, ჰეპატოენცეფალოპათია) საბაზისო თერაპიისა და კომპენსატორული და ორგანოჩანაცვლებითი ქირურგიის მეთოდების და პრინციპების დაუხვეწაობა სერიოზული პრობლემაა ღვიძლის დაავადებებით ავადმყოფთა ეფექტიანი მკურნალობის საქმეში. ზემოთ აღნიშნულის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოში თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურით აღჭურვილი და მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული სპეციალიზირებული ჰეპატოლოგიური კლინიკის შექმნა უაღრესად დროული და მნიშვნელოვანი რონისძიებაა და დიდად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ღვიძლის არაინფექციური და ინფექციური დაავადებებით ავადმყოფთა დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მოვლის პროცესის შემდგომ ოპტიმიზაციას და შესაბამისად ამ დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის და შრომის უუნარობის მაჩვენებლების შემცირებას.