B და C ჰეპატიტის ვირუსების რაოდენობრივი განსაზღვრა რეალური დროის (მყისიერი) პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით. TaqMan HBV და HCV ტექნოლოგია დაფუძნებულია მყისიერი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პფრ) პრინციპზე. სადღეისოდ ეს არის მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე, ზუსტი და მაღალტექნოლოგიური მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა გამოვლინდეს სისხლში ვირუსის გენეტიკური მასალის (დნმ,რნმ) მინიმალური რაოდენობა და ზუსტად (ერთეულის სიზუზტით) განსაზღვროს ვირუსის კონცენტრაცია (ვირუსული დატვირთვა) სისხლის ერთეულში. ტრადიციულ პჯრ-სთან შედარებით ეს მეთოდი გამოირჩევა გაცილებით უფრო მაღალი სპეციფიურობითა და მგრძნობელობით. იგი საშუალებას იძლევა გამოვლენილ იქნას ვირუსის მინიმალური რაოდენობაც (ერთეული ვირუსი) კი და ამავე დროს განისაზღვროს ვირუსის კონცენტრაცია ძალზე დიდ დიაპაზონში, გაცილებით მოკლე დროში. ვირუსული დატვირთვის განსაზღვრა მყისიერი პჯრ მეთოდით ყველაზე საიმედო და საუკეთესო მარკერია B და C ჰეპატიტის მკურნალობის საჭიროების განსაზღვირსთვის, მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგისთვის და სრული განკურნების შესაფასებლად.